5 საუკეთესო ამერიკული სერიალი

 

         ამერიკული ტელევიზია დღითიდღე ვითარდება და აუმჯობესებს სატელევიზიო პროდუქტის ხარისხს. ბევრმა ცნობილმა მსახიობმა, თუ რეჟისრომა დიდი ეკრანებიდან სატელევიზიო სივრცეში გადმოინაცვლა. გთავაზობთ 5 საუკეთესო ამერიკული სერიალის სიას:

                                                                        5. The leftovers / მიტოვებულები (HBO 2014 – )

10492053_467070380063008_4591519197978759235_n          დედამიწაზე 14 ოქტომბრის ერთ კონკრეტულ წამს 140 მილიონი ადამიანი გაქრა. სერიალში მოვლენები მისტიკური გაუჩინაებიდან სამი წლის შემდეგ ვითარდება.

თუ სერიალს იმ ინტერესით ნახავთ, რომ გაიგოთ სად გაქრნა პლანეტის მოსახლების 2%, დროს ტყუილად დაკარგავთ. მიუხედავად სერიალის ჟანრული მიკუთვნებულობისა, ის პირველ რიგში დრამაა, ნამდვილი შავი, არაამერიკული დრამა და მთელი აქცენტი ლამის ფსიქოპათებად ქცეულ პერსონაჟებზეა. გარდა საინტერესო დრამატურგიისა და მსახიობებისა, სერიალი კარგი საუნდტრეკებითაც გამოირჩევა – მაქს რიხტერის მუსიკა სრულ ჰარმონიაში HBO-ს ახალ სერიალთან. ჯერ მხოლოდ ერთი სეზონია გამოსული, მეორე სეზონი სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება.

 

                                                  4. Homeland / სამშობლო (Showtime 2011 -)

7e77ec62-2df5-4b29-ad48-cc04453cba42-541x720

 

რვაწლიანი ტყვეობისგან გათავისუფლებული ჯარის კაცი ნიკოლას ბროუდი ერაყიდან ამერიკაში ბრუნდება. ამერიკელები მას ეროვნულ გმირად შერაცხავენ, თუმცა CIA-ს თანამშრომელი კერი მეტისონი ეჭვობს, რომ ბროუდი ტერორისტების მითითებებს ასრულებს.

დღეს თრილერის ჟანრში “ჰოუმლენდი” უკონკურენტოა. გამოკვეთილად დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების არარსებობა სერიალს  უფრო საინტერესოს ხდის. ყველაზე შთამბეჭდავი ქალის მთავარი როლის შემსრულებლის, კლერ დაინსის სამსახიობო ოსტატობაა. სერიალი 4 სეზონია რაც გადის და უკვე 5 ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.

გაფრთხილება: სერიალი იწვევს მიჯაჭვულობას, ინსომნიას.

 

                                            3.  The Newsroom / ნიუსრუმი (HBO, 2012-2014)   

Vurd7F1

  სერიალი ACN-ის ჟურნალისტების საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის დიდი ნაწილი ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული. სამწუხაროდ, ბოლო სერიის პრემიერა დეკემბერში შედგა. მე-3 სეზონის შემდეგ HBO-ს გადაწყვეტილებით სერიალი აღარ გაგრძელდება. “ნიუსრუმი” ჟურნალისტიკის ერთგვარი მასტერკლასია და ის ყველა ჟურნალისტმა, თუ მომავალმა ჟურნამისტმა უნდა ნახოს.

                                         2. Lost / დაკარგულები (ABC, 2004-2010)

159147690_764ad1

 

 ლოს ანჯელესიდან სიდნეისკენ მფრინავი ლაინერი ამოუცნობ უკაცრიელ კუნძულზე ჩამოვარდა და ათეულობით გადარჩენილმა მგზავრმა აღმოაჩინა, რომ კუნძულზე მარტონი არ არიან.

 “დაკარგულების” პილოტი იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული სერია იყო ტელევიზიის ისტორიაში. მაყურებელთა რიცხვიც რეკორდული იყო. სერიალი საქართველოშიც განსაკუთრებით პოპულარული იყო. ყოველი სერიის დასრულების შემდეგ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდებოდა, შემდეგ კი ყველასთვის განხილვის საგანი ხდებოდა. სხვადასხვა ინტერნეტ-ფორუმზე სვამდნენ პროგნოზებს და ცდილობდნენ ამოეხსნათ – რა ხდებოდა სინამდვილეში. “დაკარგულების” ღირსება ჟანრების მრავალფეროვნებაც იყო – დრამა, ფენტეზი, სათავგადასავლო. საინტერესო სცენარითა და პერსონაჟებით ის ყველაზე დასამახსოვრებელი სერიალია.

                                         1. Twin Peaks / ტვინ პიქსი (1990-1991, Showtime)

 

twin-peaks-357957l

ლორა პალმერის გვამს, პოლიეთილენში გახვეულს, ტბის პირას პოულობენ. FBI-ს აგენდი დეილ კუპერი ამ საქმის გამოსაძიებლად ტვინ პიქსში ჩამოდის

დეივიდ ლინჩის მიერ გადაღებულმა სერიალმა გარდამტეხი როლი შეასრულა ამერიკული სატელევიზიო სერიალების განვითარებაში. “ტვინს პიქსი” იყო მაღალხარისხიანი, საინტერესო სერილის პრეცედენტი. მოგვიანდებით ლინჩმა მხატვრული ფილმიც გადაიღო “Twin peaks: fire walk with me.”

სერიალის ბოლო ეპიზოდში ლორა პალმერი დეილ კუპერს ეუბნება, რომ მას 25 წლის შემდეგ ისევ შეხვდება – სერიალის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, 2016 წელს “ტვინ პიქსი” ეკრანებზე ისევ დაბრუნდება:

 

Leave a comment