GUARDIAN : ქართული კინოინდუსტრია ეტაპობრივად ბრუნდება

a45490f0-c8ca-4b2f-a412-f6caf4b7aa99-460x276ქართული კინოინდუსტრია ქარის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთხელ წავიდა და ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კრეატიული პროდუქტი შემოგვთავაზა. ორი ფილმი – „სიმინდის კუნძული“ და „მანდარინი“ ოსკარზე წარსადგენ 9 ფილმს შორის მოხვდნენ, „მანდარინებმა“ გააგრძელეს ბრძოლა ამერიკის კინოხელოვნების უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად. ქართველი რეჟისორები ფერფლიდან აღდგნენ და გვიჩვენეს, რომ მაშინაც კი შესაძლებელია მსოფლიო დონის ფილმების შექმნა, როცა შეზღუდული რესურსები გაქვს.

 ბევრმა გულშემატკივარმა ქართული ფილმის ბოლოდროინდელი წარმატება მის მდიდარ კინომატოგრაფიულ მემკვიდრეობას მიაწერა, რომელსაც გასული წლის სექტემბერში ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მიაგეს პატივი და იმ ფილმების რეტროსპექტივა გამართეს, რომელიც ოდესმე აშშ–ში უჩვენებიათ. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ქართული კინოს პროექტის ჩვენება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა.

936full-the-cranes-are-flying-photo

კადრი ფილმიდან “მფრინავი წეროები”

როდესაც 1921 წელს ბოლშევიკებმა საქართველო დაიპყრო, ამ ქვეყანაში ფილმი მედგრად იყო დამკვიდრებული, შესაბამისად, წარმოებული იყო მრავალი მოკლე– და სრულმეტრაჟიანი ფილმი. მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქართული კინომატოგრაფიაში ისეთი ინოვაციური რეჟისორები ყვაოდნენ, როგორიც არის მიხეილ კალატოზოვი(კალატოზიშვილი), რომლის შედევრი, „მიფრინავენ წეროები“ იყო პირველი საბჭოთა ფილმი, რომელმაც 1958 წლის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა.

რეჟსორები რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე განსაზღვრავენ ქართულ და საბჭოთა კინოს პერსპექტივებს. თბილისის კინოსტუდია ცნობილი იყო, როგორც ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული კინოსტუდია საბჭოთა კავშირში.

 

ამ მდიდარი ტრადიცის მიუხედავად, ქართულმა კინომ უკუსვლა განიცადა, როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა. საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი, ეკონომიკა განადგურდა, ფილმები აღარ ფინანსდებოდნენ. თანამედროვე ქართველმა რეჟისორებმა დატოვეს საქართველო, დარჩენილებს გასაქანი არ ჰქონდათ.

პირველად ქართული კინო 2005 წელს დაბრუნდა, როდესაც ლევან თუთბერიძის ფილმი, „გასეირნება ყარაბახში“ ხმაურით ჩაება საერთაშოიროს ფესტივალებში. თუმცა ფილმს კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ ბევრი ხარვეზის გამო.

სრული ფილმი : “გასეირნება ყარაბახში”

ქართველი კინომატოგრაფისტები საქართველოში ნელ–ნელა დაბრუნდნენ, მთავრობამ შესთავაზა უცხოელ პროდიუსერებს საგადასახადო შეღავათები. საქართველოში უამრავი თვალწარმტაცი ადგილია, ამიტომ ეს მათთვისაც მისაღები აღმოჩნდა. ეს დაეხმარა ახალგაზრდებს, მიეღოთ მხატვრული ფილმის წარმოებაში გამოცდილება.

„როდესაც მე გავხდი მინისტრი, ეროვნულ კინოცენტრს ბიუჯეტი ჰქონდა 2 მილიონი ლარი, ხოლო როცა დავტოვე პოსტი უკვე ეს თანხა 6 მილიონი იყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მინიმუმ 20 მილიონი უნდა იყოს ბიუჯეტი,“ – განაცხადა ნიკა რურუამ, რომელიც კულტურის მინისტრი 2008–2012 წლებში იყო.

ამავდროულად, დასავლეთში განათლებამიღებული ქართველი კინომატოგრაფისტები გამოჩნდნენ ასპარეზზე და მიიღეს ფილმის გადასაღებად ბიუჯეტიდან მცირე თანხები.
თინათნ გურჩიანი თბილისში დაბრუნდა ბერლინიდან,2012 წელის ახალი დოკუმენტური ფილმის გადასაღებლად,შინაარსით მანქანა,რომელიც ყველაფერს აქრობს.20 დღეში ფილმი მზად იყო. ამ ფილმით მან სანდენს ფილმის ფესტივალის ჯილდო მიიღო,2013 წლის დოკუმენტური ფილმის საუკეთესო რეჟისორი.იმავე წელს,36 წლის ნანა ექვთიმიშვილი იღებ ფილმს,“გრძელი ნათელი დღეები“. ფილმმა 20ზე მეტი პრიზი მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კადრი ფილმიდან “გრძელი ნათელი დღეები” – ცეკვის სცენა

„ქართულმა კინომ აღმასვლა დაიწყო” – აღნიშნავს „სიმინდის კუნძულების“ რეჟისორი,გიორგი ოვაშვილი.მისი მეგობარი ზაზა ურუშაძის ფილმი აფხაზეთის ომზე,სახელად „მანდარინები“, წარდგენილია ოსკარის ნომინაციაში და მიიჩნევა რუსული “ლევიათანის” მთავარ კონკურენტად.

 

Leave a comment